საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები თბილისის მერს სხდომაზე იბარებენ. დღეიდან ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყება. ამ დროისთვის დავით ნარმანიას პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, ნარმანია არ აკონკრეტებს აპირებს თუ არა საკრებულოში მისვლას. პარალელურად არასამთავრობოები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმზღვანელის თანამდებობიდან მოხსნისა და ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მორიგი აქცია თბილისის მერიასთან გაიმართა. "პარტიზანი მებაღეების" ლიდერი ნატა ფერაძე კი შიმშილობას განაგრძობს.