ოპოზიონერი დეპუტატები თვლიან, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა დარჩა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩებიან და მიაჩნიათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ამიტომ გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში შესვლას არ პირებენ.
რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" პოზიციას, მათი აზრით, ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოებას დააჯეროს, რომ ოპოზიციაში არეულობა აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებაში ერთიანია.
"სტრატეგია აღმაშენებელში" კი თვლიან, რომ ქართულ ოცნებას გამბედაობა არ ეყოფა, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მათი აზრით, რა ლოგიკით გაუუქმებს მანდატებს ქართული ოცნება 52%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიებს, ეს როგორც ქართული საზოგადოების, ასევე დასავლელი პარტნიორებისთვის რთული ასახსნელი იქნება და ხელისუფლებას ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება და კომპრომისზე წასვლა მაინც მოუწევს.