ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს ხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით საერთო პოზიციას გააცნობენ, ოპოზიციის შეფასებით, მათ მიერ მომზადებული კომპრომისული წინადადება სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებულია.
ამასთან, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.