ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, მსგავსი ტიპის ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ "ასეთი გოიმური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება".