ოპოზიცია ხვალ პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, აქცია პლენარული სესიის პარალელურად გაიმართება. დეპუტტი დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი აქციით შეეცდება აღნიშნული ფაქტის გაპროტესტებას. დეპუტატი არ გამორიცხავს რომ ოპზიციის ზოგიერთი წევრი დეპუტატი ბოიკოტის მიუხედავად სესიას მაინც დაესწროს, თუმცა როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ოპოზიციას შოთაძესთან კითხვები არ აქვს.