ოპოზიციაში იმ წერილს აფასებენ, რომელიც სახელმწიფო მდივანს რამდენიმე კონგრესმენმა გაუგზავნა და რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე რუს ოლიგარქადაა მოხსენიებული. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი კრიტიკული წერილების გაგზავნა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უკანასკნელი არ იქნება.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, ნიშანდობლივია რომ კრიტიკული წერილი, ისევე როგორც მაიკ პომპეოს განცხადება წინ უსწრებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს შესახებ მზადდება და მოიცავს, როგორც კანონის უზენაესობას ისე კორუფციას.
„ევროპულ საქართველოში“ კი აღნიშნავენ, რომ ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება და ის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსული ორბიტისკენ მიყავს