ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დასმულ კითხვებს ან არ უპასუხა, ან ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, სწორედ ამიტომ ურჩევნია პრემიერს ისეთ ფორმატში გამოსვლა, როდესაც კითხვები გროვდება და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სიცრუით არის შესაძლებელი.
სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ პრემიერის პასუხები გარკვეულწილად სახიფათო გზავნილებსაც შეიცავდა.
პრემიერს 29 მაისს პარლამენტში ისევ ელოდებიან. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.