"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაშლილად ივანიშვილის მხრიდან ცაითვლება თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს და შეთანხმების პირობები არ შესრულდება. მისივე თქმით არა მხოლოდ ევროპულ საქართველოს და ოპოზიციას არამედ მთელ ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია დამშვიდებაა და ცივილური წინასაარჩევნო კამპანია.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით კი, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან გონივრული ნაბიჯის გადადგმას ელოდება. რომან გოცირიძის თქმით, ისინი საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება