"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ერთ-ერთ მთავარი განსახილველი საკითხია დღეს პარლამენტში. ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციები რეზოლუციასთან დაკავშირებით განსხვავებულია. უმცირესობა რუსეთთან ურთიერთობის ფორმის განსაზღვრებას იწუნებს.მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რეზოლუცია ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ზედმიწევნით პასუხობს.რეზოლუციის პროექტის დამტკიცება სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოხდება.