პარლამენტის ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუატეტები კონგრესმენებისა და სენატორების წერილებთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს აფასებენ.
ფრაქცია "დამოუკიდბელი დეპუტატების" წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედოა, რომ მათი ბრალი არაფერია. კობერიძის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები არაკომპეტენტურია და საქართველოს პარტნიორებისთვის შეუაცმყოფელია. მისივე თქმით, განცხადებები, რომ მსგავსი კრიტიკა ოპოზიციის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის დამსახურებაა, არაკომპეტენტურია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ რომ თუ "ოცნების" მხრიდან უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე ხვედრი ელოდება.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.