ორად გახლეჩილი პარტია - ნაციონალური მოძრაობის ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხზე მხარეებს შორის დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს. ორ ბანაკად გაყოფილ ლიდერებს შორის სადავოა იმ კომისიის დაკომპლექტების საკითხი რომელმაც ყრილობის საორგანიზაციო საკითხებზე უნდა იმუშაოს. 27 დეკემბერს ოპოლიტსაბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. შეხვედრაზე 27 წევრი არ მივიდა . პარტიაში უკვე ყრილობის არალეგიტიმურობაზეც საუბრობენ.