მსოფლიოში გასულ წელს ორაგულის მოპოვება 8,7%-ით შემცირდა და 2,1 მილიონი ტონა შეადგინა. თევზის რეწვის კომპანიების განცხადებით, ამის მიზეზი ნორვეგიასა და შოტლანდიაში ზღვის ტკიპას მომრავლება და ჩილეში საშიში წყალმცენარეების გავრცელებაა. ნორვეგიის ზღვის პორდუქტების საბჭოს ინფორმაციით, ორაგულზე მოთხოვნა 25%-ით არის გაზრდილი. ნორვეგიაში ერთი კილოგრამი ორაგულის ფასი 80 ნორვეგიულ კრონამდე გაიზარდა.