კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი "ტყის კოდექსში" ცვლილებებს დადებითად აფასებს. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი რედაქცია 7 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, გავლილი აქვს საზოგადოებრივი და სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციის რედაქტირება და მისი არსებული ფორმით მიღება მისაღებია.
ორგანიზაციის შეფასებით, "ტყის კოდექსში" ცვლილებები არაერთ პრობლემას აგვარებს.