ორი მძიმე ავარია კახეთში ერთ ღამეში - საგარეჯოში პოლიციის ეკიპაჟს, გურჯაანში კი კრიმინალური პოლიციის პიკაპს შეეჯახნენ - Palitra News

ორი მძიმე ავარია კახეთში ერთ ღამეში - საგარეჯოში პოლიციის ეკიპაჟს, გურჯაანში კი კრიმინალური პოლიციის პიკაპს შეეჯახნენ

2017-03-09 10:13:21+04:00

8 მარტის ღამეს კახეთში ორი ავარია მოხდა. საგარეჯოს რაიონში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ტრაილერი ჯერ სამარშუტო ტაქსს, შემდეგ კი პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. გურჯაანის რაიონში "ოპელის" მარკის ავტომობილი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა.