თბილისში, აღმაშენებლის 124-ში მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯის” რიგით მეასე მაღაზია გაიხსნა. „ორ ნაბიჯში“ასეულობით სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი. ახლადგახსნილ ფილიალში მომხმარებლებს კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი მთელი დღის განმავლობაში, პერსონალურად ემსახურებოდა. მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით „ორი ნაბიჯის“კიდევ ათამდე მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი. „ორი ნაბიჯის“ პირველი მაღაზია თბილისში 2010 წელს გაიხსნა. კომპანიაში ამ დროისთვის უკვე 1400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ „ორი ნაბიჯი“ პირველი გაყიდვების საცალო ქსელია, რომელმაც ქართულ ბაზარზე უბნის მაღაზიათა ფორმატით დაიწყო ოპერირება.