საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სურსათის სფეროს ტექნოლოგებზე, აგრონომებსა და შემდუღებლებზეა. დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, შრომით ბაზარზე არსებობს მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა, რისი დარეგულირებითაც პროფესიული სასწავლებლები უნდა დაინტერესდნენ.