00:53
24 სექტემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მოქალაქეების ხარჯზე, საქართველოში მივდივარ - ვიოლა ფონ კრამონი
28-07-2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის სათაურია: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“, აზიარებს შემდეგი კომენტარით:

„საქართველოში ბოლოს განვითარებული შედგა მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, - წერს ევროპარლამენტარი.

კიდევ ერთ პოსტში კი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე, რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, - აღნიშნავს იგი.

ასევე ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში მოდის.

„კიევში ვარ და საქართველოში მივდივარ“, - წერს ევროპარლამენტარი.

AutoPlay
უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები?
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში პორტუგალიას აქვს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
მედია - თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არავინ გადარჩენილა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები