"პალიტრანიუსს" თვითმხილველმა მოაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ არღვევს მძღოლი მოძრაობის წესებს პეკინის ქუჩაზე. ავტომობილი ცალმხრივ ქუჩაზე ავტობუსებისთვის განკუთვლინ ე.წ ბასლეინის ზოლში მოძრაობს. აღნიშნული ზოლის გადაკვეთა იგივე ტიპის სამართალდარღვევაა, როგორიც ღერძულა ხაზის გადაკვეთა და ავტომობილების მძღოლების მიერ ამ წესის დარღვევა 200 ლარით დაჯარიმებას და მართვის მოწმობაზე 30 ქულის ჩამოკლებას იწვევს.