ამერიკულმა მოდის ჟურნალმა Vogue-მა მაისის ნომრის ყდა გამოაქვეყნა, რომლის გარეკანს ორსული Rihanna-ს ფოტო ამშვენებს . ფოტოზე რიანას აცვია Alaïa-ს წითელი კოსტიუმი პიტერ მიულეს კოლექციიდან, რიანამ პირად ცხოვრებაზე და ორსული ქალის ჩაცმის სტილზეც ისაუბრა გამოცემასთან „ვიმედოვნებ, რომ შევძელით ხელახლა განგვესაზღვრა, რა მიიჩნევა “ნორმად” ორსული ქალებისათვის. ჩემი სხეული ახლა წარმოუდგენელ რამეს აკეთებს. არ ვაპირებ, ამ პროცესის შემრცხვეს. ეს არის დრო, როცა მხოლოდ საზეიმო განწყობა უნდა გქონდეს. რატომ უნდა დამალო საკუთარი ორსულობა?!- განაცხადა მომღერალმა
დაახლოებით 6 წლის წინ, ინდუსტრიის ყველაზე დიდმა პოპ ვარსკვლავმა, მოულოდნელად შეწყვიტა ახალი ნამუშევრების გამოქვეყნება, და საკუთარი მოდის და სილამაზის ხაზს მიანიჭა პრიორიტეტი, რისი დამსახურებითაც Forbes-ის ოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც რიანნას მსოფლიოში უმდიდრეს ქალ მომღერლად, ხოლო ოპრა უინფრის შემდეგ, მეორე ყველაზე მდიდარ მეწარმე ქალად აქცევს, ტუმცა გულშემატკივრები დღემდე იმედიანად ელიან მისგან ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს.
Rihanna-მ 2016 წლის სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Anti-ს, თავისი შემოქმედებითი კვალი უწოდა. როგორც თავად აღნიშნა, მომავალ პროექტზე განსხვავებული მიდგომით იმუშავებს, ეს იქნება მეტად ავთენტური, სახალისო და სიამოვნების მიმნიჭებელი პროცესი, რომელიც სრულიად დაცლილი იქნება სტრესისგან.
შეგახსენებთ, 34 წლის რიანასა და 33 წლის A$AP Rocky-სათვის ეს პირველი შვილია.