ორსულობა მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს ქალზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა ეხმარება ქსოვილთა რეგენერაციას და აფერხებს დაბერების პროცესს.დედის ორგანიზმში ნაყოფის განვითარებისას ჩქარდება ორგანოებში დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. რაც მთავარია, ეს პროცესი საოცრად სწრაფად მიმდინარეობს. აღნიშნული ეფექტი იერუსალიმის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტების საფუძველზე აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ცდები ვირთაგვებზე ტარდებოდა, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მიღებული შედეგებისა და მონაცემების განზოგადება ადამიანებზეც შეიძლება, ანუ ქალების ორგანიზმში იგივე ძვრები მიმდინარეობს. საინტერესო კვლევებმა აჩვენა, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი განსაკუთრებულად ვლინდება გულის მახლობელ ქსოვილებზე, რომლებზეც აისახება ჩვეულებრივ დაბერების პროცესი.