11:36
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს
20-05-2020

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დადგენილების თანახმად, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. ამავე დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა. ასევე ფიქსირდებოდეს, რომ მას 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და არ იღებს ხელფასს.

დადგენილების თანახმად, დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.

AutoPlay
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით - პრემიერი
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID 19-ის "პლაქველინით" მკურნალობის განახლებას სპეციალისტები განიხილავენ
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება მთავრობის სხდომაზე
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ბრიფინგი ინფექციურ საავადამყოფოსთან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები