ორთაჭალაში ავტომანქანა მტკვარში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მძღოლი. ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.