ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 11-108-ე განზრახ მკვლელობა და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.