1) ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი 2022-ის გამარჯვებულები დაასახელა
კინოინდუსტრიის მთავარი დაჯილდოება, ოსკარი 3 წლის შემდეგ ჩვეულ ფორმატში, ჩატარდა. თუმცა ამხელა აუდიტორიის მხრიდან, სოლიდარობა უკრაინის მიმართ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანმა დააფიქსირა. როგორ ჩაიარა ცერემონიამ, გთავაზობთ მთავარ მომენტებს...
2) დაჯილდოება ბიონსეს წინასწარ ჩაწერილი პერფორმანსით გაიხსნა. რომელის თემატიკაც გახლდათ ფილმი კინგს რიჩარდი, გადასაღები კორტები ის ადგილია სადაც ბიონსეს მამამ ჩოგბურთის თამაში ასწავლა. აღსანიშნავია რომ პოპვარსკვლავის მამა არ არის პროფესიონალი ტრენერი, თუმცა მან მსოფლიო დონის საოცრად კარგი ჩოგფურთელი გოგონები აღზარდა და აით დაამხასორა თავი ისტორიას. ეს ეს მუსიკალური ნომერი ოსკარზე იყო წარდგენილი თუმცა ამ კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა. .
3) მილა კუნისი იყო ეთადერთი რომელმაც უკრაინის თემა სცენდან გააჟღერა
ბოლო დროინდელმა გლობალურმა მოვლენებმა, ბევრ ცვენგას გაუტეხა გული, როდესაც ვხედავთ ადამიანებს რომლებიც ამ სიბნელეში პოულობენ ძალას და იბრძვიან ჩვენ ეს გვეიმედება. შეგახსენებთ წარმოშობით უკრაინელმა ვარსკვლავმა, ქმართან, ეშტონ კატჩერთან ერთად უკრაინელი ლტოლვილებისთვის 35 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.
მან შემდეგ წარადგინა რება მაკენტაირი რომელმაც შეასრულა სიმღერა Somehow You Do ბოლოს დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა, ეკრანზე კი შემდეგი წარწერა გამოჩნდა:
"როდესაც კინო კონფლიქტების დროს ადამიანურობის გამოვლინების კარგი საშუალებაა, მილიონობით უკრაინულ ოჯახს სჭირდება საჭმელი, სამედიცინო დახმარება, სუფთა წყალი. ჩვენ, როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს მეტი შეგვიძლია. გთხოვთ რითაც შეგიძლიათ გვერდში დაუდგეთ უკრაინას, #StandWithUkraine".
ბენედიქტ კამბერბეჩმა წითელხალიჩაზე ინტერვუს დრო- ისაუბრა კარგია დაჯილდოება მაგრამ ცვენ უნდა გვახსოვდეს უკრაინელი დები და ძმები და ყველანი ჩვენ მათ მაქსიმალურად და უფრო აქტიურად უნდა დავუდგეთ გვერდში .
4) ჯემი ლი კერტისმა „ოსკარების“ დაჯილდოებაზე უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა
ყველა ფიქრობდა, რომ მსახიობები უკრაინის შესახებ რაიმე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა ომის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ჯემი ლი კერტისი ის იშვიათი ვარსკვლავთაგანი გახდა, რომლებმაც უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა. მას ხელზე უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამაგრი ეკეთა. მსახიობმა People-თან შემდეგი რამ განაცხადა.
„ჩვენ ახლა კრიზისის შუაგულში ვართ, რომლებიც ალბათ ყველას შეგვეხება, თუმცა ახლა მხოლოდ უკრაინელი ლამაზი ხალხი იჩაგრება. ჩვენ ვალდებულები ვართ ამ აგრესიას მეტი ყურადღება დავუთმოთ. პუტინი სასაცილოა, წარმოუდგენელია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოდესმე აღდგეს“ , – ამბობს კერტის.
5) კოდა ტრიუმფატორი
2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი ,,კოდა” გახდა. დრამტული კომედია ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა. ფილმმა კიდევ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცის როლის შემსრულებლად ტროი კოტსური დასახელდაკ ისტორიაში პირველი ყრუ მსახიობი კაცია, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო. . ფილმმა ასევე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა ეს apple tv-ის პირველი ჯილდო და ასევე მან ნეტფლიქს აჯობა.
6) ჯეინ კემპიონი ისტორიაში მესამე ქალია, რომელმაც რეჟისურისთვის ოსკარი მიიღო
კემპიონი ოსკარზე მეორედ არის წარდგენილი, პირველად ახალზელანდიელი ავტორი ფილმ პიანინოსთვის 1994 წელს წარადგინეს.
პირველი ოსკაროსანი ქალი რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ 2010 წელს, ფილმისთვის Hurt Locker გახდა, 2021 წელს მომთაბარეთა მიწისთვის მიიღო ოსკარი ქლოე ჟაომ.
ძაღლის ძალაუფლება სტრიმინგ სერვის Netflix-ის დრამატული ვესტერნია, რომელმაც არაერთი ჯილდო და კრიტიკოსთა დადებით შეფასება დაიმსახურა.
7) „ოსკარის“ დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა უცნაურად დაემთხვა რომ სწორედ დარტყნის შემდეგ მისმრავალწლიან კარიერაში პირველი ოსკარი აიღო კინგს რიჩარდში შერულებული როლისათვის.
კრის როკმა ცერემონიაზე ჯადა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის, უილ სმიტის განრისხება გამოიწვია, სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.„ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!“, – თქვა სმიტმა.
მოგვიანებით უილ სმიტს „მამაკაცის როლის“ საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა, მან სამადლობელ სიტყვაში ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
ცნობისთვის, პინკეტ სმიტს ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა არ ეზრდება.
8) ჯესიკა ჩესტეინმა The Eyes of Tammy Faye-ში შესრულებული მთავარი როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. ტემი ფეი, რომლის როლსაც ჩესტეინი ასრულებს ცნობილი ევანგელისტი და მომღერალი იყო.
ყველა განცვიფრებული იყო მისი გამარჯვებით ,ყველაზე ნაკლებად სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ. ფილმი გახლავთ ბიოგრაფიული დრამა რომელიც ცოლქ-ქმარზე გვიყვება, რომლებმაც რელიგიური იმპერია შექმნეს მაგრამ კორუფციის და სექსუალური სკანდალების გამო, ეს იმპერია და ისევე როგორ ოჯახი დაინგრა, აღსანიშნავია რომ ჯესიკას საოცარი გრიმი ქონდა ფილმში სრული მსახიობის სრული გარდასხავა ვიხილეთ.
9) რიუსუკე ჰამაგუჩის Drive My Car ამერიკის კინოაკადემიის გამარჯვებული გახდა. სურათმა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა.
ჰამაგუჩის ფილმი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის ეკრანიზაციაა. სურათმა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა და კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.კინოს ისტორიაში Drive My Car მეხუთე იაპონური ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარი მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარებოს.
10) ცერემონიაზე ფილმ ნათლიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით , სცნაზე სამი ლეგენდა ფრენცის ფორდ კოპოლა ალპაჩინო და რობერტ დე ნირო წარსდგნენ, მათ მიმართ ოვაციები იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ სიტყვის წარმოთქმას ვერ ახერხებდნენ.
მათ მადლბა გადაუხადეს აუდიტორიას, მათ ვისაც ეს ფილმი უყვარს და ერთმანეთს.
11) 2022 წლის საუკეთესო ანიმაციად ამერიკის კინოაკადემიამ Encanto დაასახელა.
ენკანტო კოლუმბიის მაღალ მთებში მიმალული, საოცარი, მოჯადოებული ადგილია. მთავარი გმირი მირაბელ მადრიგალია, დიდი ოჯახის ერთდერთი წევრი, რომელსაც მაგიური ძალა არ გააჩნია. Encanto კინოსტუდია Disney-ს მესამოცე სრულმეტრაჟიანი ფილმია.
ენკანტო ქართული კინოგაქირავების ისტორიაში პირველი ანიმაციაა, რომლის პერსონაჟები ქართულად ამღერდნენ. და მართლაც საოცარი მუსიკალური პროდუქტია.
12) კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა“ ბილი აილიშმა გაიმარჯვა, კომპოზიციისთვის No Time To Die.
ახალგაზრდა მუსიკოსმა მრავალ ჯილდოს კიდევ ერთი შემატა. ბილი აილიშმა სიმღერისთვის No Time To Die ოსკარი მიიღო.
No Time To Die იგივე სახელწოდების ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმის მთავარი საუნდტრეკია