12:11
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ART NEWS
ოსკარის მფლობელი მსახიობები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ნომინანტები
04-05-2022

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც ოსკარის მფლობელი მსახიობები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დამარცხებული კანდიდატები ან საერთოდ არანომინირებული მსახიობები.

კვლევა ეყრდნობა 1929-2020 წლებში გამარჯვებული და ნომინირებული 2111 მსახიობის მონაცემებს ეყრდნობა. ოსკარის ლაურეატები საშუალოდ 81 წელს ცხოვრობენ, ხოლო ჯილდოს გარეშე დარჩენილი არტისტების საშუალო სიცოცხლე 76 წელს შეადგენს.

"როგორც ჩანს ოსკარის მიღება დადებითად აისახება ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, იძლევა მხნეობას და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოსკარი ნიშნავს წარმატებას და მეტ დიდ როლს, რაც მატერიალურ კეთილდღეობაზეც აისახება". – ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მკვლევარი.

მსგავსი კვლევა 2006 წელს, სამედიცინო ჟურნალმა Annals of Internal Medicine გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად ოსკაროსანი ოთხი წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ნომინანტები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები