დექსტერ ფლეტჩერის ბიოგრაფიულმა დრამამ, რომელიც საკულტო ჯგუფის Queen-ის შემოქმედებას მიეძღვნა, კრიტიკოსთა და კინომოყვარულთა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა, რადგან ნაწილი ფრედი მერკურის როლის შემსრულებელის რემი მალეკის ბრწყინვალე თამაშით აღაფრთოვანდა, ნაწილი კი, პირიქით რეალური ფაქტების დამახინჯებით აღშფოთდა. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მობოდიშება და აღიარებაც კი მოუხდა, რომ მართლაც მისცა საკუთარ თავს მოვლენების სუბიექტურად ინტერპრეტირების უფლება, რადგან არა დოკუმენტურ, არამედ მხატვრულ ფილმზე მუშაობდა. ასეა თუ ისე, "ბოჰემური რაფსოდია", რომელმაც 52-მილიონიანი ბიუჯეტით თითქმის 880 მლნ. დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში, უამრავი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის", BAFTA-ს და ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიის მფლობელი გახდა.