ოსკაროსანი მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა - Palitra News

ოსკაროსანი მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2020-10-31 16:50:53+04:00

შოტლანდიელი მსახიობი, შონ კონერი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მოგებული აქვს არაერთი ცნობილი ჯილდო, მათ შორის, ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის, სამი ოქროს გლობუსი, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო და სხვა.

1987 წელს მან მიიღო ოსკარი კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“, ფილმისთვის „ხელშეუხებლები“. შონ კონერი პირველი მსახიობია, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა.