ოთარ აბესაძის მოთხოვნით, ადვოკატ ირმა ჭკადუას საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან საუბარი აეკრძალა. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებულ საქმის მასალებს ახლა ეცნობა, თუმცა დაკავებულის მოთხოვნით, კომენტარს ვერ გააკეთებს. ასეევე, ადვოკატისთვის უცნობია, როდის მოხდება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული აბესაძისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება. მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.