ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ შეწყალების საქმეზე პროკურატურის გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება თავს აარიდებს საფუძვლიან გამოძიებას, ასევე უარს იტყვის შესაბამისი პირების გამოკითხვაზე, მისი პარტია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენებს.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გაკეთდა. სოფიო კილაძის განცხადებით, ამ ხელისუფლების პირობებში ყველა გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.