კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა გუშინ მოხდა.