საპარლამენტო მოსმენისას, სუს-ის უფროსობის კანდიდატმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში შეყვანილნი არიან გარდაცვლილი პირები, თუმცა სანამ არ იქნება დადასტურებული მტკიცებულება - ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი გარდაცვალების შესახებ, ამაზე ოფიციალურად ვერ ისაუბრებს. ლილუაშვილის თქმით, სიაში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება ქართული მხარისთვის რთულია. დეპუტატები დაინტერესდნენ აფგან მუხთარლის საქმითაც. ლილუაშვილის თქმით, ამ საქმის გამოძიებას ზუსტად არ იცნობს.