ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა კომპოზიციაზე Under the Graveyard გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლი, რომლის ავტორიც შვედი რეჟისორი იონას ოკერლუნდი გახლავთ, ავტობიოგრაფიულია და იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ოზი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ვიზუალურ ნამუშევარში არტისტის როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ველ კილმერის შვილი, ჯეკი ასრულებს.