ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ალიშა მორმა, ფსევდონიმით P!nk, სიმღერაზე 90 Days ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც მისი ქმარი, კერი ჰარტიც მონაწილეობს. კომპოზიციას, რომელიც მომღერლის ბოლო ალბომში Hurts 2B Human შედის, ფინქი მუსიკოს Wrabel-თან ერთად ასრულებს.