"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე სცენას უბრუნდება. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც ჭადრაკის სასახლეში დღეს გაიმართა.
ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდა თაობას გადაულოცა, თავად კი, როგორც აღინიშნა, უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება.