დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს. როგორც იმნაძე ამბობს, 37.5 გრადუსი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.
ამასთან როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, მხოლოდ ტემპერატურის ქონა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა.