დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარების წესი.
მისივე თქმით, თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს დაავადების რისკი.