"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია მიიჩნევს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ და მათი სარჩელი ხანდაზმულია. პაატა სალიას განმარტებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადები დაცული იყო, ხოლო ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, წარდგენა 2014 წლამდე უნდა მოეხდინათ.