"რუსთავი 2"-ის ახალი ხელმძღვანელობა ტელეკომპანიის დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებს. როგორც არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, ეცდებიან გამოძებნონ ყველა ეფექტური გზა, რაც კომპანიას დაეხმარება დაგროვებული დავალიანების აღმოფხვრაში. მისი თქმით, ეს რუსთავი 2-ს ხელს შეუწყობს ფუნქციონირების გაგრძელებაში.