პაკისტანის ქალაქ კოჰათში მომხდარი ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ცისტერნას შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, მაშველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ყველა დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.