პაკისტანის ქალაქ ქუეტაში, ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.ადგილობრივი მედიის ცნობით, ბომბი ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ მარკეტთან აფეთქდა. სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, თუ სად იყო ბომბი დამონტაჟებული.ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.