"პალიტრა მედია" 23 წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ჰოლდინის ეზოში დაბადების დღის აღსანიშნავი ფესტივალი გაიმართა. 23 წლიანი მეგობრობის ისტორია - 6 მსხვილი ინდუსტრია, 23 შვილობილი კომპანია, 2 000 თამაშრომელი. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც "პალიტრა მედია ჰოლდინგის" თანამშრომლებს აერთიანებს: გაერთიანება, ლიდერობა, ინოვაციურობა, საქმის სიყვარული, გუნდურობა და ბედნიერი მომხმარებელი.