Aptiaqi.ge - ონლაინ აფთიაქი, სადაც მომხმარებლებს ნებისმიერი სააფთიაქო პროდუქტის მიღება შეეძლებათ ონლაინ
„დღეს, როცა მთავრობის რეკომენდაცია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო გამკაცრდა კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი, როგორც ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლების როლი მოქალაქეებისთვის“ - აცხადებენ პალიტრა მედია ჰოლდინგში
“სულ მალე გაეშვება რეალურ რეჟიმში ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმაზე, mkurnali.ge - ზე გავთავსებული ონლაინ აფთიაქი - aptiaqi.ge, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი სააფთიაქო პროდუქტი, იქნება ეს მედიკამენტები თუ თავის მოვლის საშუალებები. ამ დიდი ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ძირითადი პარტნიორია ავერსის სააფთიაქო ქსელი, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მათ.“
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჰოლდინგმა მიიღო გადაწყვეტილება, ელექტრონული კომერციის 5 პლატფორმა ანუ 5 ინტერნეტ მაღაზიის სივრცე შესთავაზოს კომპანიებს, რათა მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ესენია - readersland.ge, aptiaqi.ge, ebg.ge, hotsale.ge და allwine.ge.