შპს "თბილსერვის ჯგუფმა" "ერთგული მეგობრები" დააჯილდოვა, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში კომპანიას აქტიურად უჭერდნენ მხარს. დაჯილდოებულ მედიასაშუალებებს შორის "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვაა". "თბილსერვის ჯგუფის" "ერთგულ მეგობრებად" ასევე სხვადასხვა ტელეარხების გადაცემებიც დასახელდნენ. მედიასაშუალებები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა.