ფოთში, ნაბადის უბანში, გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. პალმის ხე, რომელიც, სავარაუდოდ, დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას წაიქცა. ხე შეფუთულ მდგომარეობაში სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო განთავსებული. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოყირავდა.გავრცელებული ინფორმაციით, პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ფოთის პორტით შემოიტანა.