პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. ხომალდმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.