პანდემია დასრულდება 2022 წელს. ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ კი ეკონომიკა აღდგება და დაუბრუნდება ნორმალურ ჭრილს.ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ.“ჩვენი ხედვა ასეთია, რომ 2022 წელი სრული გლობალური აღდგენის, პანდემიის დასრულების და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი იქნება.” – აღნიშნავს მარკო კოლანოვიჩი, რომელიც JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსია.“ეს გარანტირებულია ფართო საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევით და ადამიანური გონიერების დახმარებით, როგორიცაა ახალი თერაპიული საშუალებები, რომლებიც სავარაუდოდ, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს,” – აცხადებს მარკო კოლანოვიჩი