მსოფლიო ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულთა ნახევარმა შესაძლოა, სამსახური დაკარგოს, თუ პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები მგზავრობაზე შენარჩუნდება. ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის მოგზაურობის საბჭოს (WTTC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მგზავრობაზე გრძელვადიანი შეზღუდვები ასევე გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმის წილის 4 ტრილიონ 700 მილიარდით დოლარით შემცირებას.
ამასთან, ორგანიზაციის პროგნოზი ივნისთან შედარებით ნაკლებად შემზარავი იყო, მაშინ ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიო ტურიზმი 197 მილიონი ადგილის დაკარგავდა. თუმცა სიტუაცია მცირედით გამოსწორდა ცალკეულ ბაზრებზე გამოცოცხლების შედეგად, მაგალითად, ჩინეთში.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ 2020 წლის ბოლომდე COVID-19-ის ეფექტური ტესტირების პროგრამის შემოღებას შეუძლია 31 მილიონი ადგილის შენარჩუნება ტურიზმის ინდუსტრიაში.