ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დღეს დილით ინდექსების ვარდნით დაიწყო. აღნიშნული დაკავშირებულია ჯანმო-ს მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებასთან. Hang Seng-ის ინდექსი 573 პუნქტით ანუ 2,27% -ით შემცირდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო სამი წლის განმავლობაში.შანხაის საფონდო ბირჟაზე - 1,09%-იანი კლება ფიქსირდება, შენჟენის ბირჟაზე კი "შენჟენის კომპონენტმა" 1,59%-ით იკლო. 5%-ით დაეცა ტოკიოს საფონდო ბირჟაზე Nikkei-ის ინდექსი, რომელიც 225 იაპონურ კომპანიას აერთიანებს. 4,31%-ით შემცირდა უფრო მსხვილი ელიტური გაერთიანების TOPIX-ის ინდექსი.ამასთან, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში მყარდება, რაც არ აწყობთ ექსპორტიორებს.