პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ზრდას განაგრძობს. შესაბამისად, წლიურად ქვეყნის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური წერს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის ეკონომიკა მესამე კვარტალში უფრო საიმედოდ გამოიყურება და ზრდამ 4,9% შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ივლის-სექტემბერში ზრდა 5% იყო.
დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბები პირველ 9 თვეში 72 ტრილიონ 270 მილიარდ იუანს აღემატება, რაც დაახლოებით, დაახლოებით 10 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები სისტემატიურად იკლებს. 2017 წელს ის - 6,8% იყო, 2018-ში - 6,6%, ხოლო 2019-ში - 6,1%.