პანკისის ხეობაში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახში, უხუცესების და სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი საგანგებოდ შეიკრიბნენ, სადაც მუთოშვილების გვარისგან მიღებულ მუქარაზე და დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარებაზე მსჯელობენ.
როგორც ცნობილია, 37 წლის მოკლული ვისური მუთოშვილის ახლობლებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღეს, როგორც ქავთარაშვილების, ასევე ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილების და ალდამოვების გვარმაც.
დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.